მთავარიევროპარუსეთილეგიონი “თავისუფალი რუსეთი” ბელგოროდისა და კურსკის რეგიონებში შეიჭრა

ლეგიონი “თავისუფალი რუსეთი” ბელგოროდისა და კურსკის რეგიონებში შეიჭრა

რუსი სამხედრო ტყვეებითა და დისიდენტებით დაკომპლექტებული ლეგიონის „თავისუფალი რუსეთი“ ჯარისკაცები და შენაერთები რუსეთში კიდევ ერთხელ შეიჭრნენ.

უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდისა და კურსკის რუსულ რეგიონებში ქაოსია. ლეგიონის კონტროლქვეშ ამ ეტაპზე კურსკის რეგიონში მდებარე დასახლება ტიოტკინოა. პუტინის მოწინააღმდეგეები აკონტროლებენ ბელგოროდის რეგიონში მდებარე დასახლება ლოზოვაიასაც.

დაიბომბა თავად ქალაქი ბელგოროდიც. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინული სამხედრო დრონები ჩამოაგდეს ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, სანქტ-პეტერბურგისა და ტულას რეგიონებში.

ლეგიონში „თავისუფალი რუსეთი“ გაერთიანებულია რუს მოხალისეთა კორპუსი და ციმბირის სახელობის შენაერთი, საერთო ჯამში 2 ბატალიონის შესაბამისი ცოცხალი ძალა. ეს არ არის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ლეგიონის პირველი იერიში და აშკარაა, რომ რუსული საზღვრები არც ისე დაცულია, როგორც ამას კრემლი ამტკიცებს საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრე.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend