კიევში “ქართული ლეგიონის” ორი დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას მიაგეს პატივი. ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგილაშვილი ზაპოროჟიის ფრონტის ხაზზე დაიღუპნენ 2024 წლის 8 მარტს. ორივე მებრძოლი ომის დაწყებიდან იყო ჩართული საბრძოლო მოქმედებებში.
“ქართული ლეგიონის” მეთაური მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება.