მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში ტერორიზმის მსხვერპლთა ხსენების დღეს პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას

ევროპაში ტერორიზმის მსხვერპლთა ხსენების დღეს პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას

მადრიდის ტერაქტებიდან 20 წელი გავიდა. ატოჩის რკინიგზის სადგურზე მატარებლებში მომხდარ აფეთქებას 192 ადამიანი ემსხვერპლა.

ევროპაში ტერორიზმის მსხვერპლთა ხსენების დღეს პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.  ევროკომისარმა შინაგან საქმეთა საკითხებში ილვა იოჰანსონმა მსოფლიო საზოგადოებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა, რათა მხარი დაუჭირონ დაზარალებულებს.

საფრანგეთშიც გაიხსენეს ტერორიზმის შედეგად გარდაცვლილები, მათ შორის სკოლის მასწავლებელი დომინიკ ბერნარდი, რომელიც რადიკალური შეხედულების მქონე მოსწავლემ მოკლა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის გაბრიელ ატალის თქმით, ტერორისტები თავდასხმებით ცდილობენ ხალხის ზიანის მიყენებას. პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას მოუწოდებს, არ დანებდეს და ერთობით დაამარცხოს ტერორიზმი.

ევროპაში ტერორიზმის მსხვერპლთა ხსენების დღე მიზნად ისახავს ტერორიზმის მსხვერპლთა და მათი ოჯახების პატივისცემას, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას რადიკალიზმისა და ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend