დიღმის ჭალები თბილისის ერთადერთი შემორჩენილი ჭალაა გამორჩეული სილამაზით და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით.
წლებია, აქტივისტები დიღმის ჭალების დასაცავად იბრძვიან, რადგან ტერიტორიაზე მათი თქმით, უკანონო კარიერული სამუშაოები მიმდინარეობს და ამასთან ნადგურდება ტყე და სამშენებლო ნარჩენებით ბინძურდება ტერიტორია.
ამ პრობლემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „დიღმის ჭალების ინიციატივის ხელმძღვანელმა ანა ტრაპაიძემ ისაუბრა.