თითქმის ორსაუკუნოვანი ურყევი ნეიტრალიტეტის შემდეგ ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში შვედეთის ეროვნული დროშა აღმართეს, რაც ალიანსში ქვეყნის ოფიციალური გაწევრიანებას აღნიშნავს.
ნატოს გენერალური მდივანი მიესალმა ალიანსის 32 წევრს და ხაზი გაუსვა ქვეყნის კუთვნილ ადგილს მე-5 მუხლის დამცავი ქოლგის ქვეშ.
🔴 LIVE SOON
🇸🇪 Flag-raising ceremony to mark the accession of #Sweden to NATO
📍@NATO HQ, Brusselshttps://t.co/ftOX5AebeT
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) March 11, 2024
“როცა პრეზიდენტმა პუტინმა ორი წლის წინ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მას სურდა ნაკლები ნატო ყოფილიყო რეგიონში და მეტად ეკონტროლებინა მისი მეზობლები. მას სურდა, უკრაინის როგორც სუვერენული სახელმწიფოს განადგურება, მაგრამ არ გამოუვიდა. ნატო ახლა უფრო დიდი და ძლიერია, უკრაინა კი იმაზე ახლოსაა ნატოს წევრობასთან, ვიდრე ოდესმე”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
შვედეთის მოსახლეობა მრავალი წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის გაწევრებას სამხედრო ალიანსებში. 2014 წელს შვედეთის მოსახლეობის მხოლოდ 28 პროცენტი იყო ნატოში გაწევრიანების მომხრე, მაგრამ კომპანია ipsos-ის კვლევის თანახმად, 2024 წლის დასაწყისში მოსახლეობის 63 პროცენტმა ხმა მისცა ნატოში გაწევრიანებას.
Thank you President Biden for giving me the honour to attend the State of the Union Address, and for your rock-solid support for Sweden’s NATO membership. With Sweden as a NATO Ally, our already close bilateral bonds will grow even stronger. pic.twitter.com/Xsu9TJly2R
— SwedishPM (@SwedishPM) March 8, 2024
ეს ცვლილება, ბუნებრივია, გამოიწვია რუსეთის აგრესიამ უკრაინაში და მზარდმა საფრთხემ, რომელსაც კრემლი რეგიონის ქვეყნებს უქმნის.