საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე დანიშნა.
ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
წლების განმავლობაში ის იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს და, ასევე, ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
მიხეილ სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.