კანადასა და შვედეთში გასულ შაბათს განაცხადეს, რომ განაახლებენ გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს დაფინანსებას.
ეს კანადასა და შვედეთში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც პალესტინელ ლტოლვილებს დახმარებას უწევს. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს ესპანეთშიც.
I welcome the decisions by the @EU_Commission, @SweMFA & @CanadaFP to continue their funding to @UNRWA.
The situation is desperate. UNRWA is the lifeline for Gazans & crucial for Palestine refugees across the Middle East.
The UN has addressed accusations in a timely manner. pic.twitter.com/THzFiTggsB
— Espen Barth Eide (@EspenBarthEide) March 9, 2024
ბევრმა ქვეყანამ შეწყვიტა დახმარება მას შემდეგ, რაც სააგენტოსთან დაკავშირებით გავრცელდა ბრალდებები, რომ მათ თანამშრომლებს კავშირი ჰქონდათ „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში.
ბრალდებების გავრცელების შემდეგ სააგენტოში ამბობდნენ, რომ დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში მოუწევდათ ჰუმანიტარული საქმიანობის შეჩერება.
ამავდროულად, ესპანეთმა პალესტინელთა დახმარებისთვის შესაძლოა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას.
პედრო სანჩესი აცხადებს, რომ იგი პარლამენტს შესთავაზებს, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო და ამგვარად შეუწყოს ხელი ომის დასრულებასა და ე.წ. ორი სახელმწიფოს იდეას.