მთავარიაზიაღაზაღაზაში რამადანის დაწყებას აღნიშნავენ

ღაზაში რამადანის დაწყებას აღნიშნავენ

კვირას, გვიან ღამით, მუსლიმთათვის წმინდა თვე, რამადანი, დაიწყო, როდესაც ცაზე ნახევარმთვარე გამოჩნდა. 

მიუხედავად რეგიონში ბოლო 25 წელიწადში მიმდინარე ყველაზე სასტიკი ომისა, იერუსალიმში მუსლიმები ალ-აქსას მეჩეთში მაინც შეიკრიბნენ.

ცოტა ხნის წინ ისრაელის უსაფრთხოების ძალები შეზღუდვებს უწესებდნენ მათ, ვისაც იქ ლოცვა სურდა და ბევრს ადგილზეც არ უშვებდნენ.

კვირას კი ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ ამ და სხვა მეჩეთებში მომლოცველებს შესვლას არ შეუზღუდავენ.

ბენი განცის განცხადებით, ისრაელი სერიოზულ ბრძოლაშია ჩართული, რომელიც „ჰამასის“  მიერ ისრაელის მოქალაქეებზე, მათ შორის მუსლიმებზე, სასტიკი თავდასხმით დაიწყო.

ბენი განცი აღნიშნავს, რომ ეს არ არის ომი ისლამის წინააღმდეგ, არამედ მათ წინააღმდეგ, ვინც აზიანებს ისლამის ღირებულებებს და ასევე მათ წინააღმდეგ, ვინც სჩადის დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ და სურს ისრაელის საზოგადოებისა და მომავლის გახლეჩა.

ღაზის სექტორში მცხოვრებ მორწმუნეებს კი დიდი არჩევანი არ აქვთ.

ღაზაში განაცხადეს, რომ მიმდინარე წელს საბრძოლო მოქმედებების შედეგად, სექტორში 1000-ზე მეტი მეჩეთი განადგურდა ან მძიმედ დაზიანდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend