ესპანეთის სამეფოს დედაქალაქში 2004 წელს მომხდარი ტერორისტული შეტევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 2004 წლის 11 მარტს მადრიდში ისლამისტი ექსტრემისტების მიერ სამგზავრო მატარებელზე მიტანილი იერიშის შედეგად 193 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ესპანეთის მეფის, ფილიპე მეექვსის, განცხადებით, ამ ტერორისტული იერიშის მსხვერპლნი სამარადისო ხსოვნას იმსახურებენ, მათი ოჯახის წევრები კი სოლიდარობასა და თანადგომას.
“ჩვენ, ყველას, აქ ერთი და იგივე ემოცია გვაერთიანებს – სოლიდარობა, თანადგომა და თანაგრძნობა. ევროპა გლოვობს თავის დაღუპულ შვილებს, უდანაშაულო ადამიანებს. ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ, რათა ასეთი ტრაგედია აღარასოდეს დატრიალდეს“, – განაცხადა ესპანეთის მეფემ.