ქართველი მუსიკოსი ნინი ნუცუბიძე პრესტიჟული საერთაშორისო მუსიკალური დაჯილდოების Billboard Women in Music ნომინანტია. ის მოხვდა ახალ, Global Force-ის ნომინაციაში, რომელიც დაჯილდოებას წელს დაემატა და მისი მიზანი იმ ქვეყნების ქალი მუსიკოსების წარმოჩენაა, სადაც „ბილბორდი“ ოფიციალურად მაუწყებლობს.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საუბრობს მუსიკოსი ნინი ნუცუბიძე.