8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბიზნესფედერაციამ “ქალები მომავლისთვის” კამპანია დაიწყო სახელწოდებით „შენი ჯერია“.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათი მთავარი სათქმელი ქალთა გაძლიერებას და მათი უფლებების დაცვას უკავშირდება.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ქეთა ჯაფარიძემ ისაუბრა.