მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაზაფხულის პირველ კვირას საათს 60 წუთით წინ გადაწევენ ხოლმე. ეს ტრადიცია სათავეს გერმანიაში იღებს და პირველი მსოფლიო ომის შედეგად გამოწვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული… ომის შემდეგ ბევრი ქვეყანა ძველ პრაქტიკას დაუბრუნდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომმა ისევ ყველაფერი შეცვალა…
როგორც ალექსის მაკროსენი, უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს: “დღის სინათლის დაზოგვის პრაქტიკა გერმანიამ შემოიღო პირველი მსოფლიო ომის პირველ წლებში, როგორც საწვავის დაზოგვის საშუალება. თუ დღის საათებს აგრძელებთ გვიან საღამომდე, ეს ნიშნავს, რომ ნაკლები ელექტროენერგია, საწვავი ან ნახშირი იწვება”.
მსოფლიო საზოგადოება დღემდე კამათობს, თუ რამდენად საჭიროა საათის გადაწევა… ისინი ვინც, ამას არ ეთანხმებიან, ამბობენ, რომ საათის გადაწევას ენერგიის დაზოგვასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
“ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს პრაქტიკა შეუფერებელია. მაგალითად, ჰავაიმ უარი თქვა დღის შუქის დაზოგვაზე, რადგან იქ არსებული დღე და ღამე საკმაოდ თანაბარია”, – ამბობს ალექსისი მაკროსენი, უნივერსიტეტის პროფესორი.
გაზაფხულზე საათის გადაწევის პრაქტიკა არ მოსწონთ მედიკოსების ნაწილსაც. ისინი დროის გადაწევის ტრადიციის უარყოფით მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ დროთი მანიპულაცია ორგანიზმის ბიორიტმზე უარყოფით გავლენას ახდენს.
ბოლო მონაცემებით, გაზაფხულის პირველ კვირას მსოფლიოს 70 ქვეყნის მოსახლეობა ერთი საათით ადრე იღვიძებს.