მთავარისპორტილეგენდების მატჩში „ინტერი მილანმა“ GEO11 2-0 დაამარცხა

ლეგენდების მატჩში „ინტერი მილანმა“ GEO11 2-0 დაამარცხა

ბათუმში ლეგენდების სერიის პირველი შეხვედრა „ინტერი მილანის” გამარჯვებით დასრულდა. „ინტერი მილანის“ ლეგენდები ქართველი ლეგენდების გუნდს დაუპირისპირდნენ და მეტოქე 2-0 დაამარცხეს.

შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით დაიწყო. მალევე საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ ანგარიში გახსნა. თუმცა მატჩის მთავარმა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.

შეხვედრაში ორივე გუნდის ფეხბურთელებს შეეძლოთ გოლის გატანა, თუმცა გამორჩეულ შეხვედრა ჩაატარეს ორივე გუნდის მეკარეებმა. ჟულიო სეზარმა და ნუკრი რევიშვილმა საკუთარი გუნდები გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხნეს.

ანგარიში კი „ინტერის“ შემტევმა ლუიშ ფიგუმ გახსნა. ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი მატჩის 22-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა. ფიგუმ ნუკრი რევიშვილის კარი ულამაზესი დარტყმით აიღო. პორტუგალიელმა დუბლი მეორე ტაიმში გაიფორმა. თამაშის მიწურულს ლუიშ ფიგუ და ალექსანდრე იაშვილი, რომლებიც მეორე ტაიმში შეცვალეს, მოედანს დაუბრუნდნენ. შემოსვლიდან ერთ წუთში კი „რეალ მადრიდისა“ და „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა დუბლი გაიფორმა.

მატჩის მიწურულს ქართველ ლეგენდებს კიდევ ერთი გოლი არ ჩაუთვალეს. ამჯერად, მთავარმა მსაჯმა დავით სირაძის გოლი არ ჩათვალა. კვლავ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. შესაბამისად, ლეგენდების სერიების პირველი შეხვედრა “ინტერი მილანის” გამარჯვებით 2-0 დასრულდა.

შემადგენლობები:

GEO11: რევიშვილი – ხიზანიშვილი, ცხადაძე, კალაძე – კობახიძე, კობიაშვილი, იაშვილი, ნავალოვსკი – ქინქლაძე – ქეცბაია, შ. არველაძე.

შეცვლაზე შემოვიდნენ: ლომაია, ამისულაშვილი, შეყილაძე, ანანიძე, ნემსაძე, ჯამარაული, ასათიანი, კვირველია, ღუდუშაური, მარცვალაძე, მჭედლიძე, ნემსაძე, დემეტრაძე, ა. არველაძე, სირაძე.

Inter Milan Forever: ჟულიო სეზარი – ლუსიო, მატერაცი, კორდობა – ძანეტი, კარაგუნისი, კამბიასო, მაიკონი – ფიგუ, სნეიდერი – მილიტო.

შეცვლაზე შემოვიდნენ: ფრეი, გალანტე, პალასიო, ხარჯა, ბორხა ვალერო, პანდევი, სუასო, კოლონეზე.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend