მთავარისპორტილეგენდების მატჩი

ლეგენდების მატჩი

ბათუმში, 7 საათზე, საქართველოს ნაკრებისა და “ინტერი მილანის” ლეგენდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

ბათუმში შეკრებილ გულშემატკივარს ამხანაგურ მატჩში ბევრი მსოფლიო ვარსკვლავის ხილვის შესაძლებლობა მიეცემა. “ინტერი მილანის” შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებსაც “ინტერის” მაისურით არაერთი შეხვედრა ჩაუტარებიათ და მრავალი ტიტული მოუგიათ. ბათუმში იმყოფებიან 2010 წლის შემადგენლობის ფეხბურთელები, რომლებმაც ე.წ. “ტრებლი” შეასრულეს. 2010 წელს “ინტერი მილანმა” იტალიის ჩემპიონატი “სერია ა”, იტალიის თასი “კოპა იტალია” და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამ გუნდის წევრები კი ბათუმში ითამაშებენ. მათ შორის არიან გუნდის ლეგენდარული კაპიტანი ხავიერ ზანეტი, დიეგო მილიტო, გორან პანდევი, ესტებან კამპიასო, მარკო მატერაცი, ჯულიო სეზარი, ვესლი სნეიდერი და სხვები. გუნდთან ერთად იმყოფება 2000 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლუიშ ფიგუც.

საქართველოს ლეგენდების შემადგენლობაში თითქმის ყველა გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. გუნდთან ერთად იმყოფება ჩემპიონთა ლიგის ორი გზის გამარჯვებული კახა კალაძე. ნაკრების ყოფილ კაპიტანს “ინტერის” წინააღმდეგ არაერთი შეხვედრა ჩაუტარებია. კალაძეს ერთი გოლიც კი აქვს ჟულიო სეზარის კარში გატანილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი დემეტრაძე და გიორგი ქინქლაძე. ლეგენდების მსგავს შეხვედრაში მონაწილეობას პირველად მიიღებენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც პროფესიული კარიერა სულ ახლახან დაასრულეს, მათ შორის არიან ჯანო ანანიძე და ლევან მჭედლიძე. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მთავარ მწვრთნელად მუშაობენ თემურ ქეცბაია და კახაბერ ცხადაძე, საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელებმა ბათუმში ჩამოსვლა მაინც მოახერხეს. გუნდთან ერთად იმყოფება საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძეც.

ბათუმში გასამართი შეხვედრა ქართველ და “ინტერი მილანის” ლეგენდებს შორის ლეგენდების სერიის ფორმატში პირველი მატჩია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend