ღაზის სექტორში მცხოვრებლებს სხვადასხვა სახელმწიფო სამხედრო საჰაერო ძალების მეშვეობით აწვდის ჰუმანიტარულ დახმარებას. დღეს, 7 მარტს, 9 ჰუმანიტარული ოპერაცია ჩატარდა. ამ პროცესს კოორდინაციას იორდანიის სამეფო უწევს.
ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ ოპერაციებში ჩართულია გაერთიანებული სამეფო, ეგვიპტე, აშშ, საფრანგეთი, ნიდერლანდები და ბელგია.
In the coming days, the United States will carry out airdrops of aid to Gaza, redouble our efforts to open a maritime corridor, and expand deliveries by land.
The aid flowing into Gaza is nowhere near enough.
We all need to do more. And the United States will do more.
— President Biden (@POTUS) March 1, 2024
ადგილზე ვითარება მძიმეა. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება კვლავ ფერხდება. როგორც „ჰამასის“ წარმომადგენლები აცხადებენ, მათ კაირო უკვე დატოვეს და სამშვიდობო პროცესის ხელახლა წამოწყებას ერთი კვირის შემდეგ გეგმავენ.
„ჰამასის“ ტყვეობაში რჩება ისრაელის დაახლოებით 100 მოქალაქე. ასევე, „ჰამასის“ ხელშია 30 დაღუპული ისრაელელის ცხედარიც.