ამერიკის შეერთებული შტატები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს 2020 წლის კანდიდატებით ხვდება. წლევანდელი არჩევნები უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია როგორც თავად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე დემოკრატიული დასავლეთისთვის.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ემზადებიან ტრამპის შესაძლო დაბრუნებისთვის და პირდაპირ პროპორციულად ზრდიან სამხედრო ხარჯებს. კიევში კი დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად აქვთ, მაგრამ გასათვალისწინებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ინსტიტუციური სიცოცხლისუნარიანობა და სიმყარე. თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება, მის მიერ საგარეო პოლიტიკის ერთპიროვნულად წარმოებას არ ნიშნავს, წარმომადგენელთა პალატა, სენატი, ერთობლიობაში უდიდეს როლს თამაშობენ და სწორედ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობა აფერხებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას.
დონალდ ტრამპი ამ არჩევნებს ხვდება სამართლებრივი დავებით. მის წინააღმდეგ 91 სხვადასხვა სარჩელია, რომლებიც ამ 5 საქმეზეა გადანაწილებული:
ნიუ-იორკის შტატში თაღლითობის ბრალდებით აღძრული საქმე;
ასევე ნიუ-იორკის შტატის სასამართლოში იხილება საქმე დამცირებისა და სექსუალური ძალადობის თაობაზე;
ასევე ნიუ-იორკში განიხილება საქმე პოტენციურ მოწმეთა მოსყიდვის თაობაზე;
ფლორიდის სასამართლოში თეთრი სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების უკანონო გატანის საქმე;
ჯორჯიის შტატში საარჩევნო პროცესისთვის ხელისშეშლის შესახებ აღძრული საქმე.
მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი კრიტიკის სამიზნე ძირითადად ასაკის გამოა. მისი ბევრი მოწინააღმდეგე მიიჩნევს, რომ ჯო ბაიდენი ვერ შეძლებს მოვალეობის შესაბამისად შესრულებას. რესპუბლიკელებს ასევე მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მაგივრად სამხრეთ საზღვრის დაცვასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღზევებას უნდა აქცევდეს მეტ ყურადღებას.
როგორც ჩანს, ჯო ბაიდენი იქნება დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი წლევანდელ არჩევნებში, რომელიც 2024 წლის ნოემბერში გაიმართება. არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია კი მომავალი წლის იანვარში შედგება. ჯო ბაიდენი 81 წლის არის, დონალდ ტრამპი 77-ის.
Today, millions of voters across the country made their voices heard—showing that they are ready to fight back against Donald Trump’s extreme plan to take us backwards.
Every generation of Americans will face a moment when it has to defend democracy. This is our fight.
— Joe Biden (@JoeBiden) March 6, 2024