იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური სერვისებით სარგებლობა საზღვარგარეთ მყოფი პირების გარდა საქართველოში მყოფ პირებსაც შეუძლიათ.
ამ გზით 50-მდე სერვისის მიღებაა შესაძლებელი.
რომელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ყველაზე მოთხოვნადი დისტანციური სერვისები და როგორ უნდა ისარგებლონ დაინტერესებულმა პირებმა ამ მომსახურებებით – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურის უფროსმა, ქეთევან ჩომახიძემ ისაუბრა.