5 მარტს, თბილისის დროით დაახლოებით 19:20 წუთზე, მეტას სოციალურ ქსელებზე წვდომა შეუძლებელი გახდა. Facebook-ი, Instagram-ი, Threads-ი დაახლოებით ორი საათი განმავლობაში იყო გათიშული.
ფეისბუკის წარმომადგენელმა ენდი სტოუნმა სოციალურ ქსელ იქსზე დაწერა, რომ მათ სერვისებზე წვდომა მომხმარებლებს ტექნიკური პრობლემების გამო შეეზღუდათ. დღეს ტექნიკური პრობლემის გამო ხალხს შეეზღუდა ჩვენს ზოგიერთ სერვისზე წვდომა. რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვარეთ პრობლემა, ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის”.
Earlier today, a technical issue caused people to have difficulty accessing some of our services. We resolved the issue as quickly as possible for everyone who was impacted, and we apologize for any inconvenience. https://t.co/ybyyAZNAMn
— Andy Stone (@andymstone) March 5, 2024
მიუხედავად აღდგენისა, ზოგიერთი მომხმარებელი წერს, რომ ფეისბუკი მაინც შეფერხებით მუშაობს.
მაგალითად, ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ ფეისბუქის აღდგენის შემდეგ, კუთვნილი ანგარიშის გარდა, აპლიკაცია მას მეგობრის ანგარიშში შესვლასაც სთავაზობს.
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე მომხმარებლებს პაროლის შეცვლას და სხვა ტექნოლოგიური მოწყობილობებიდან გამოსვლას ურჩევს.
“არასანქცირებული წვდომის თავიდან ასაცილებლად, შედით password and security ბლოკში, დაათვალიერეთ where you’re logged in დევაისები (იმ ტელეფონების და კომპების ჩამონათვალი, რომლებშიც ამ მომენტში, ახლა გახსნილია თქვენი ფბ) და ამოშალეთ ყველა დევაისი, რომელსაც არ გინდათ ჰქონდეს წვდომა ამ მომენტისთვის. ასევე, გადაამოწმეთ, ისევ არის თუ არა მონიშნული ორმაგი ავტორიზაციის მოთხოვნა სეტინგებში და “საკონტროლო გასროლისთვის” შეცვალეთ პასვორდიც, რის შემდეგაც არ დაგავიწყდეთ “ყველა ხელსაწყოზე სესიის დასრულების” მონიშვნა” , – წერს ანდრო გოცირიძე.