ხელოვნური ინტელექტით უკვე შესაძლებელია რამდენიმეწამიანი ვიდეოების შექმნა. როდესაც ნიუ-იორკში დაფუძნებულმა სტარტაპმა Runway-მ ერთი წლის წინ ვიდეოების შემქმნელი ხელოვნური ინტელექტის პროგრამა Gen-2 გამოუშვა, მას 4-წამიანი კლიპების შექმნა შეეძლო. ახლა კი მათი ხანგრძლივობა 16 წამამდე გაიზარდა.
Runway-ის მიზანია, მისი პროდუქტით ფილმებისა და ვიდეოების მწარმოებელმა კომპანიებმა ისარგებლონ.
თუმცა წინ უამრავი დაბრკოლებაა. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო შეიძლება არასწორი მიზნებით იქნეს გამოყენებული, როგორც ეს სურათების შემთხვევაში ხდება.
არსებობს საშიშროება, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ თუ დაჯგუფებამ ეს ვიდეოები ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენოს.
უფლებადამცველები ასევე შიშობენ, რომ ხელოვნური ინტელექტით შექმნიან პორნოგრაფიულ სცენებს, რომლებშიც რეალური ადამიანებს გამოსახავენ.
ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო არსებობს საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებული დავები. კინოინდუსტრიის წარმომადგენლები კი შიშობენ, რომ ბევრი მათგანი სამსახურს დაკარგავს.
„როცა ახალი ტექნოლოგიები შემოვა და ხელმისაწვდომი გახდება, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მათი გამოცდაა. უნდა გავიგოთ, თუ რა გავლენას ახდენს ჩვენზე. სანამ რეალურად არ დავიწყებთ მის მოხმარებას, ვერ გავიგებთ ვერც მის პოტენციალს და ვერც მის შეზღუდვებს”, – ამბობს RUNWAY-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ჯეიმი უმფერსონი.
ბევრს მიაჩნია, რომ მალე ხელოვნური ინტელექტით შესაძლებელი იქნება სრულმეტრაჟიანი ფილმების შექმნა, რომლებიც მომხმარებლის გემოვნებაზე იქნება მორგებული. თუმცა წინ დიდი გზაა გასავლელი, მოსაგვარებელი იქნება ეთიკასთან დაკავშირებული პრობლემებიც.