მთავარიამერიკააშშ"სუპერ სამშაბათი" ამერიკის შეერთებულ შტატებში

“სუპერ სამშაბათი” ამერიკის შეერთებულ შტატებში

დღეს, 5 მარტს, აშშ-ის 16 შტატში “სუპერ სამშაბათი” გაიმართება. ეს არის როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიების მიერ ორგანიზებული საარჩევნო პროცესი, რომლის მეშვეობითაც წელს საპრეზიდენტო არჩევნების ორივე პარტიის კანდიდატის ვინაობა გახდება ცნობილი.

წინა არჩევნებში “სუპერ სამშაბათს” უფრო დიდი დატვირთვა ჰქონდა, ვინაიდან უცნობი იყო, თუ ვინ გახდებოდა კანდიდატი საბოლოო ჯამში. წელს კი დიდი ალბათობით კანდიდატები იქნებიან ის პირები, რომლებიც იყვნენ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას.

“სუპერ სამშაბათი” გაიმართება ალაბამის, ალასკის, არკანზასის, კალიფორნიის, კოლორადოს, მეინის, მასაჩუსეტსის, მინესოტის, ჩრდილოეთ კაროლინის, ოკლაჰომის, ტექსასის, ტენესის, ვერმონტისა და ვირჯინიის შტატებში.

დემოკრატიული პარტიის პრაიმერი ალასკაში არ ჩატარდება. გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი ნაკლებად სავარაუდოა, რომ კანდიდატობისთვის ბრძოლას განაგრძობს, ვინაიდან მან აქამდე მხოლოდ ერთ შტატში გაიმარჯვა. დონალდ ტრამპს უზენაესმა სასამართლომ გუშინ რიგ შტატებში პრაიმერში მონაწილეობის უფლება აღუდგინა. ეს უფლება მას 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების გამო ჩამოართვეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend