მთავარიკუბიპენტაგონის დოკუმენტების გავრცელებაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

პენტაგონის დოკუმენტების გავრცელებაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების სამხედრო მოსამსახურემ შტატ მასაჩუსეტსიდან ჯეკ ტეიშეირამ, რომელიც ბრალდებული იყო პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებაში, ბრალი აღიარა. 

შეთანხმების მიხედვით, ტეიშეირამ თავი დამნაშავედ ცნო 6 პუნქტში, მათ შორის ინფორმაციის განზრახ შენახვა და გავრცელება, რომელიც შეეხებოდა ეროვნულ უსაფრთხოებას.

სანაცვლოდ პროკურატურა დათანხმდა, რომ მას არ წაუყენოს უფრო სერიოზული ბრალდება, მათ შორის ჯაშუშობა.

ჯეკ ტეიშერა ასევე დათანხმდა, 16 წლით თავისუფლების აღკვეთაზე, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და ჯარიმის სახით ის 50 ათასი დოლარს გადაიხდის.

საჰაერო ძალების თანამშრომელი ჯეკ ტეიშეირა გასული წლის აპრილში დააკავეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამერიკული საიდუმლო დოკუმენტების ყველაზე მასშტაბური გაჟონვის ბრალდებით, რომელთაგან უმეტესობა ეხებოდა რუსეთის ომს უკრაინაში.

კერძოდ დოკუმენტები მიუთითებდა ამერიკის უსაფრთხოების სამსახურების მღელვარებას უკრაინის სამხედრო პოტენციალის მიმართ და სხვა სენსიტიურ ინფორმაციას, რომელიც კონკრეტულად უკრაინის ფრონტზე მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა.

ტეიშეირა, რომელიც დაკავების დროს იყო 21 წლის ონლაინმოთამაშეების ჯგუფი ჰქონდა გახსნილი პლატფორმა “დისკორდზე“, სადაც განათავსა საიდუმლო ფაილები ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend