ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შესთავაზა, წაახალისონ ევროკავშირის ქვეყნები, იყიდონ უფრო მეტი იარაღი ევროპული კომპანიებისგან და დაეხმარონ ასეთ კომპანიებს წარმოების შესაძლებლობის გაზრდაში. მისი განცხადებით, ახლა ომის ეკონომიკაზე გადასვლაა საჭირო და ევროპის ინდუსტრია მეტ რისკზე უნდა წავიდეს.
ტიერი ბრეტონი აცხადებს, რომ ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე. ლიდერები ფიქრობენ, რომ რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა თავდაცვის ერთიანი მექანიზმი.
In response to Russia’s aggression against Ukraine, the EU must bolster its defence capabilities.
We are moving from emergency mode to a comprehensive strategy that will make our defence industry stronger & capable of ensuring our collective security.https://t.co/9rAwNhReGx
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) March 5, 2024
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის, განცხადებით, ახლა ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი, რომ თავდაცვის გაძლიერებაში უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდოს, თუმცა ეს ევროპის ქვეყნებმა ერთად უნდა განახორციელონ.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე. ევროპისა და ევროკავშირის ორგანოებისთვის ერთი, ძალიან გრძელი პერიოდი სრულდება. ეს პერიოდი ჩვენ ყველამ გამოვიარეთ და მას „მშვიდობის დივიდენდს“ ვუწოდებთ. პოტენციური საფრთხეების მიმართ ნაკლებად მომზადებულები და ნაკლებად ფხიზლები აღმოვჩნდით. შევამცირეთ ჩვენი შესაძლებლობა, რომ თავდაცვისთვის საჭირო იარაღი ევროპაში გვეწარმოებინა. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ დავკარგეთ ყველა იმ ტექნოლოგიის განვითარების უნარი, რომელიც გვჭირდებოდა და რომელიც გვჭირდება ინდივიდუალურ და კოლექტიურ დონეზე”,- განაცხადა ევროკომისარმა მრეწველობის საკითხებში ტიერი ბრეტონმა.
EU defence is moving forward! 🇪🇺
And it’s an opportunity.
For the #competitiveness of our industry.
For the #credibility of the European pillar within NATO.
For the #security of our fellow citizens.https://t.co/XkYrFbFA9E#EUDefence pic.twitter.com/B5o9SOsjqL
— Thierry Breton (@ThierryBreton) March 5, 2024