“მშვიდობის ეპოქა დასრულებულია, ჩვენ შევედით ათწლეულში, რომელიც გადამწყვეტი იქნება ევროპული უსაფრთხოებისთვის. სასწრაფოდ უნდა გავზარდოთ თავდაცვის ხარჯები”, – პოლონეთმა, საფრანგეთმა და ესტონეთმა ერთობლივი წერილით მიმართეს ევროკავშირს, სადაც საუბარია სწორედ ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების აუცილებლობაზე.
ეს სამი ქვეყანა აფრთხილებს ევროკავშირს, რომ უნდა გაიზარდოს არა მხოლოდ საერთო თავდაცვის ხარჯები, არამედ ინდივიდუალური ხარჯებიც, ანუ მათი აზრით, ევროპის ყველა ქვეყანამ უნდა გაზარდოს სამხედრო ბიუჯეტი. მოსაზრების გასამყარებლად მხარეებს მოჰყვათ ექსპერტებისა და სადაზვერვო წყაროების შეფასებები, რომ რუსეთი ადრე თუ გვიან შეძლებს აღიდგინოს საკუთარი სამხედრო ძალები. ეს წერილი გამოქვეყნდა ევროკავშირის თავდაცვის ბიუჯეტის წარდგენიდან რამდენიმე საათით ადრე.