საქართველოს დოკუმენტური კინოს ასოციაციის ორგანიზებით თბილისში მარტიდან მაისის ჩათვლით გაზაფხულის თემატური კინოჩვენებები გაიმართება.
“გაფურჩქნა” – ასე დაერქვა ამ თემატიკას და მის ფარგლებში სხვადასხვა წლების დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფილმების ჩვენებებია დაგეგმილი.
საგაზაფხულო კინოჩვენებების შესახებ ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოს დოკუმენტური კინოს ასოციაციის პროგრამის კურატორმა, ანა ძიაპშიპამ ისაუბრა.