მთავარიევროპაუკრაინაოდესაში რუსების თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 12-ამდე გაიზარდა

ოდესაში რუსების თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 12-ამდე გაიზარდა

ჩინეთი ცდილობს, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას შეუწყოს ხელი.

ლი ჰუეი, ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში, მოსკოვში ჩავიდა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიხაილ გალუზინს შეხვდა, რათა განეხილათ უკრაინის კრიზისი – სწორედ ასე უწოდებენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ჩინეთში.

ამავდროულად, გერმანიაში აცხადებენ, რომ საიდუმლო სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელების მიუხედავად, არ შეცვლიან პოზიციას და  კიევს მაინც არ გადასცემენ  „ტაურუსის“ ფრთოსან რაკეტებს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ამბობს, რომ  ჯერჯერობით რაც იციან, სატელეფონო საუბარში ძალიან ცოტა ახალი კონტექსტია.

როგორც ფიქრობენ, რომ საუბრის ჩაწერა დესტაბილიზაციისა და არეულობის შემოტანის მცდელობაა.მისი თქმით, მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, აჰყვებიან  ვლადიმერ პუტინის პროვოკაციას, თუ გააგრძელებენ თავიანთ კურსს, რომელიც საჭირო ზომების მისაღწევად თანმიმდევრულ და მობილიზებულ მუშაობას ითვალისწინებს.

უკრაინაში კი ქალაქ ოდესაზე რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-ამდე გაიზარდა, გარდაცვლილთა შორის 4 თვიდან 9 წლამდე ასაკის 5 ბავშვია.

სამაშველო ჯგუფებმა მუშაობა შაბათს გვიან ღამით დაასრულეს. როგორც ცნობილია, საცხოვრებელ კორპუსს რუსული დრონი  წინა ღამით დაესხა თავს.  შენობის ერთ-ერთი ნაწილი, რომელშიც 18 ბინა იყო, მთლიანად ჩამოინგრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend