მთავარიაზიაღაზაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ღაზის სექტორში სამედიცინო დახმარება ჩაიტანა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ღაზის სექტორში სამედიცინო დახმარება ჩაიტანა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ღაზაში სამედიცინო დახმარება და საწვავი შეიტანა. დახმარება მიიღო ღაზას ჩრდილოეთით მდებარე ალ შიფას საავადმყოფომაც.

ჯანმოს წარმომადგენლები სიტუაციის გასაცნობად ადგილზე ჩავიდნენ და საავადმყოფოს თანამშრომლებსა და პაციენტებს გაესაუბრნენ.

„გუშინ ალ შიფას საავადმყოფომ 600-ზე მეტი პაციენტი მიიღო. საავადმყოფოს წამლების და საწვავის დეფიციტი აქვს. ამიტომ ჯანმოს დახმარების პაკეტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს ალ შიფას პერსონალს დაეხმარება პაციენტების მიღებაში და დამატებითი სერვისების დანერგვაში”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი დახმარების კოორდინაციის ოფიცერმა ღაზაში, აბდელნასირ სობოჰმა.

თუმცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ღაზის სექტორში გაცილებით მეტი დახმარებაა საჭირო. მას შემდეგ რაც ომი დაიწყო, ალ შიფას საავადმყოფოს მნიშვნელოვანი დეფიციტი აქვს, როგორც მედიკამენტების ისე საწვავის.

„იმისათვის, რომ ალ შიფას სამედიცინო კომპლექსში სწორად ვიმუშაოთ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ გვჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი უცხოელი დელეგაცია გვესტუმროს, რომ ყველამ ნათლად დაინახოს თუ როგორი საშინელი მდგომარეობაა აქ.  მედიკამენტების, პერსონალის და რესურსების ნაკლებობის გამო ვერ ვუმკლავდებით დატვირთვას. მაგალითად, რენტგენოლოგიურ განყოფილებას კვირაში მხოლოდ ორ დღეს ვამუშავებთ. სინამდვილეში კი ის ყოველდღე გვჭირდება. საწვავის და რესურსების ნაკლებობის გამო თირკმელების დიალიზის განყოფილებაც კვირაში 2 დღე მუშაობს. თანამშრომლები საავადმყოფოში მოსვლას ყოველ დღე ვერ ახერხებენ, რადგან არ არსებობს ტრანსპორტი“, – ამბობს ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსის სასწრაფო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი, მუთაზ ჰარარა.

ჰამისის მიერ კონტროლირებული პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, 30 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend