მთავარიკუბიგერმანია ადასტურებს რუსეთის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ნამდვილობას

გერმანია ადასტურებს რუსეთის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ნამდვილობას

პარასკევს, 1-ელ მარტს, კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა გერმანელ ოფიცრებს შორის 38-წუთიანი საუბრის აუდიოჩანაწერი Telegram-ზე გამოაქვეყნა. მოსმენილ პირებს შორის გერმანიის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალი ინგო გერჰარციც იყო.

აუდიოჩანაწერში გერმანელი ოფიცრები განიხილავენ, შეუძლია თუ არა შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის ტიპის ფრთოსან რაკეტას ხიდის განადგურება, რაშიც ისინი, სავარაუდოდ, გულისხმობენ ქერჩის ხიდს, რომელიც უკრაინის თავდასხმის სამიზნე 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკვე რამდენჯერმე გახდა. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯერჯერობით არ შეუძლიათ თქვან, შეიტანეს თუ არა ცვლილებები გავრცელებულ ჩანაწერში ან ტრანსკრიპტში.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამ დრომდე თავს იკავებს უკრაინისთვის taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემისგან. ამისთვის იგი სხვადასხვა მიზეზს ასახელებს. შოლცის თქმით, მარტივი არაა გადაწყვეტილების მიღება იმ იარაღზე, რომელიც 500 კილომეტრს აღწევს და თუ არასწორად გამოიყენებენ, მოსკოვში კონკრეტულ სამიზნეებსაც მისწვდება.

შოლცის თქმით, გერმანიამ უნდა იცოდეს, რა სამიზნეებზე მიიტანენ დარტყმებს ამ რაკეტებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend