პირველ მარტს საქართველოს ეროვნული ლიგის ახალი სეზონი დაიწყო. ჩემპიონატი 36 ტურისგან შედგება. ტურნირი წინა სეზონის გამარჯვებული ბათუმის “დინამოსა” და ეროვნულ ლიგაში ახლადდაწინაურებული ფოთის “კოლხეთის” მატჩით გაიხსნა.
ბათუმელებმა საკუთარ მოედანზე “ფოთი” მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში “დინამო ბათუმის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ბესო ჩიბურდანიძემ ისაუბრა.