მთავარიევროპარუსეთირუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაკრძალეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაკრძალეს

ალექსეი ნავალნის დაკრძალვაზე ასეულობით ადამიანი შეიკრიბა და როგორც ჩანს, მათზე ვერ იმოქმედა შიშის დანერგვის მცდელობამ.

ნავალნი რუსეთის მოქალაქეებისთვის ცვლილებისა და სხვანაირი რუსეთის სიმბოლო იყო. დაკრძალვაზე მოსული არაერთი ადამიანი ამბობდა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილის შემდეგ უკანასკნელი იმედი გადაეწურათ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა საგანგებო რეჟიმის კოლონიაში. მისი სიკვდილის შესახებ დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა. თუმცა მსოფლიო ლიდერების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ის მოკლეს, უფრო კონკრეტულად კი ვლადიმერ პუტინმა მოკლა.

ნავალნის ცხედარი დედას, ლიუდმილა ნავალნაიას, პოლიტიკოსის გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს, 24 თებერვალს, გადასცეს. მანამდე რუსეთის ხელისუფლება უარს ამბობდა ცხედრის გადაცემაზე და აცხადებდა, რომ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. ცნობილი გახდა ასევე ისიც, რომ საგამოძიებო კომიტეტმა ლიუდმილა ნავალნაიას ულტიმატუმი წაუყენა, რომ დათანხმებოდა შვილის საიდუმლოდ დაკრძალვას, რაზეც მან უარი განაცხადა.

„10 წლის შემდეგ თუ ისევ მკითხავთ, მოგიყვებით როგორ შევძელი კორუფციის დამარცხება“, – ამბობდა ალექსეი ნავალნი და მიუხედავად იმისა, რომ ის ამაზე პასუხის გაცემას ვეღარ შეძლებს, სათქმელს იტყვის მისი ცოლი იულია ნავალნაია, რომელმაც პირობა დადო, რომ ნავალნის მიზნები განუხორციელებელი არ დარჩება.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend