მთავარიევროპარუსეთიევროკომისიის პრესსპიკერი ნავალნის დაკრძალვის შესახებ საუბრობს

ევროკომისიის პრესსპიკერი ნავალნის დაკრძალვის შესახებ საუბრობს

ევროკომისიის პრესსპიკერი ალექსეი ნავალნის დაკრძალვის შესახებ საუბრობს. პიტერ სტანოს განცხადებით, ნათელია, რომ რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის ეშინოდა და ეს დადასტურდა მისი დაკრძალვითაც, რა დროსაც სამართალდამცველები მოსახლეობას თავისუფლად გლოვის საშუალებას არ აძლევდნენ.

„ალექსეი ნავალნის ავტორიტეტი როგორც მამაცი, მართალი და თანამედროვე პოლიტიკოსისა, არსად წასულა. მისი სიკვდილის შემდეგაც ამის დასტურია ის პანიკა, რომელშიც რუსი სამართალდამცველები იყვნენ ალექსეი ნავალნის დაკრძალვისას. მომხდარი კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კრემლში ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს”, – განაცხადა პიტერ სტანომ.

ალექსეი ნავალნი ყველასთვის მოულოდნელად ორი კვირის წინ, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, საპატიმროში ყოფნისას გარდაიცვალა. სახელმწიფოს შესაბამისი უწყების თანამშრომლების განცხადებით, ალექსეი ნავალნი უცაბედი სიკვდილის სინდრომს შეეწირა. ბორის ნემცოვისა და ევგენი პრიგოჟინის შემდეგ ალექსეი ნავალნის სიკვდილი კრემლის მიერ პოლიტიკური ოპონენტების უცნაური გარდაცვალების ან მკვლელობის კიდევ ერთი შემთხვევაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend