მთავარიმსოფლიოევროპავოლოდიმირ ზელენსკი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამიტზე ალბანეთში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამიტზე ალბანეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამიტზე, უკრაინისთვის დამატებითი საბრძოლო მასალების მოპოვებას ცდილობს.

ზელენსკიმ ალბანეთის პრემიერ-მინისტრთან ედი რამასთან ორმხრივ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მხარეებმა ასევე განიხილეს შეიარაღების ერთობლივად წარმოების შესაძლებლობა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა უნდა გადარჩეს და ამისათვის საჭიროა დროულად შესრულდეს ყველა დაპირება.

უკრაინის ლიდერი ამბობს, რომ უნდა მოემზადონ არა მშვიდობისთვის ან ომისთვის, არამედ პუტინის შემდეგი ნაბიჯებისთვის.

თავის მხრივ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ მათ რეგიონში უკვე რამდენჯერმე ნახეს, თუ როგორ მოაქვს რუსეთს არასტაბილურობა ქვეყნებში.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები – Copyright AP

ალბანეთმა, რომელიც 2009 წლიდან ნატოს წევრი ქვეყანაა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, კიევს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზი გაუსვა შეიარაღებითა და ფინანსური დახმარების აუცილებლობას, რათა მოსკოვმა კიევზე ვერ გაიმარჯვოს.

ამავდროულად ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამასთვის უკრაინის მხარდაჭერა გარანტია იმისა, რომ რუსეთის აგრესია არ გავრცელდება ბალკანეთის ქვეყნებში თუ ევროპის სხვა რეგიონებში.

სამიტი გრძელდება და აქცენტი ამჯერად ბალკანეთის ქვეყნებზე გაკეთდება.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend