მთავარიევროპარუსეთირუსეთში „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორი სერგეი სოკოლოვი დააკავეს

რუსეთში „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორი სერგეი სოკოლოვი დააკავეს

პუტინის რეპრესიების მორიგი მსხვერპლი გახდა “ნოვაია გაზეტას” ამჟამინდელი მთავარი რედაქტორი სერგეი სოკოლოვი.

“ნოვაია გაზეტას” ცნობით, ის რუსეთის ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს, რადგან ადანაშაულებენ რუსული არმიის “დისკრედიტაციაში”… “ნოვაია გაზეტას” ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, თუ რომელ განყოფილებაში გადაიყვანეს სოკოლოვი.

“ნოვაია გაზეტა” პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მუდმივად არის მისი ხელისუფლების სამიზნე… ამ გამოცემის ჟურნალისტები რუსეთის მთავრობის კრიტიკის გამო 2000-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე იდევნებიან.

2000-იდან 2006 წლამდე “ნოვაია გაზეტას” 6 ჟურნალისტი მოკლეს გაურკვეველ ვითარებაში… ეს საქმეები დღემდე გამოუძიებელია. მოკლულ ჟურნალისტებს შორის იყვნენ გაზეთის რედაქტორი იგორ დომნიკოვი და ჟურნალისტი ანნა პოლიტკოვსკაია. ამ გამოცემის თანამშრომლების დიდმა ნაწილმა რუსეთი 2022 წლის მარტში დატოვა, რათა დაეარსებინათ “ნოვაია გაზეტას” ევროპული გამოცემა. სოკოლოვი კი კვლავ რუსეთში განაგრძობდა მუშაობას. 2021 წელს “ნოვაია გაზეტას” რედაქტორმა დმიტრი მურატოვმა მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend