მთავარიმსოფლიორბოლა მფრინავი კოსტიუმებით

რბოლა მფრინავი კოსტიუმებით

დუბაიმ მსოფლიოში პირველ რეაქტიული კოსტიუმებით რბოლას უმასპინძლა. ხელებსა და ზურგზე დამაგრებული ძრავებით მფრინავები სტარტიდან ფინიშამდე შეეჯიბრნენ ერთმანეთს. მფრინავების თქმით, მათი შთაგონების წყარო კინოკომპანია “მარველის” სუპერგმირი “რკინის კაცია”.

“ყველას უნახავს, თუ როგორ დაფრინავენ “მარველისა” და “დისის” სუპერგმირები და ეს ყველაფერი უკვე რეალობაა. ერთი ახტომით შეგიძლიათ აფრინდეთ და იქ წახვიდეთ, სადაც თქვენი გონება გიკარნახებთ”, – ამბობს რიჩარდ ბრაუნინგი.

რბოლა რეაქტიული კოსტიუმებით დუბაიში, 28 თებერვალი, 2024 წელი Copyright AP Photo/John Gambrell

რამდენიმე წლის წინ ეს ტექნოლოგია ბრიტანეთის საზღვაო ფლოტში გამოიყენეს, მას შემდეგ უამრავ ქვეყანაში იმოგზაურეს, ბოლოს კი დუბაის სპორტულ საბჭოსთან ერთად შეჯიბრის ჩატარების იდეაც გაჩნდა.

დუბაიში გამართულ რბოლაზე პილოტებს 1500 ცხენის ძალის მქონე რეაქტიული კოსტიუმები ეცვათ და იმავე ტიპის საწვავს მოიხმარდნენ, რასაც სხვადასხვა ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი.

ძრავის დაქოქვის შემდეგ პირველი მოძრაობა არის ახტომა და წინ გადახრა, სწორედ ასე შეუძლიათ პილოტებს ადგილიდან დაძვრა. ამის შემდეგ კი წყალზე სპეციალურად მოწყობილ საშეჯიბრო დაბრკოლებებზე უწევთ თავის არიდება.

“ძრავების ხმის გაგონებიდან რამდენიმე წამში ჩვენ ჰაერში ვართ და უდიდეს სიამოვნებას ვგრძნობთ, რადგან ფრენა შეგვიძლია”, – ამბობს პილოტი ისსა კალფონი.

ორგანიზატორების თქმით, წყლის ზედაპირი იმიტომ შეირჩა შეჯიბრის ჩასატარებელ ადგილად, რომ თუ რომელიმე სპორტსმენი კონტროლს დაკარგავს, ჰაერიდან უბრალოდ წყალში ჩავარდება და ზიანს არ მიიღებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend