მთავარიმსოფლიოპუტინი კვლავ ემუქრება დასავლეთს და ამტკიცებს, რომ ომი რუსეთს არ დაუწყია

პუტინი კვლავ ემუქრება დასავლეთს და ამტკიცებს, რომ ომი რუსეთს არ დაუწყია

ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონფლიქტის შემოქმედმა მისი სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების წინაშე ისაუბრა. ეს სიტყვით გამოსვლა წინ უსწრებს 15-იდან 17 მარტის ჩათვლით დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს. ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ გამარჯვება ისევ ვლადიმერ პუტინს დარჩება, ზუსტად ისე, როგორც ეს ბოლო 5 საპრეზიდენტო არჩევნებისას.

პოლიტიკური ველი მოსუფთავებულია, ალექსეი ნავალნი და ევგენი პრიგოჟინი მკვდრები არიან. იგორ სტრელკოვი კი ციხეშია.

სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით ვლადიმერ პუტინმა საკუთარი სიტყვით გამოსვლის დიდი ნაწილი უკრაინაში მის მიერ წარმოებული ომის შესახებ საუბარს დაუთმო, ის კიდევ ერთხელ დაემუქრა დასავლეთს.

„შეიარაღება ჩვენც გვაქვს და ეს კარგად იციან დასავლეთში. ჩვენ გვაქვს იმ სახის შეიარაღება, რომლითაც მათი სახელმწიფოების ტერიტორიაზე შეგვიძლია დარტყმის მიყენება. მიუხედავად ამისა, ისინი არ ერიდებიან საგანგაშო განცხადებების გაკეთებას და მთელი მსოფლიოს შეშინებას, ისინი ამას ბედავენ, რადგან მათ არ იციან, რა არის გაჭირვება, მათ დაავიწყდათ, თუ რას ნიშნავს ომი. ჩვენ კი დიდი გამოცდილება გვაქვს, უკრაინაში ომი მათ რატომღაც მხატვრული ფილმი ჰგონიათ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინი ჯიუტად აცხადებს, რომ კრემლი უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანს შეასრულებს: „დღეს ჩვენი სამშობლო თავს იცავს. ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ადამიანებს ნოვორასიასა და დონბასში, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენი ერთიანობა და პასუხისმგებლობა უზენაესია. ვიცით, რა გამოწვევების წინაშეც ვართ. ვიცით, რა გვაქვს გამოსასწორებელი, არმიისა და ფლოტის შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს. ომი ჩვენ არ დაგვიწყია და სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანები შესრულდება, ნაციზმი მოისპობა“.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციას უკვე 24 წელია მართავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend