“იუვენტუსისა” და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი პოლ პოგბა ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. გასული წლის 20 აგვისტოს უდინეზე-იუვენტუსის მატჩის შემდეგ ფრანგ ფეხბურთელს დოპინგკონტროლის ტესტი ჩაუტარეს, შედეგად ორგანიზმში ნორმაზე მეტი ტესტოსტერონი აღმოაჩნდა. საქმე თვეების განმავლობაში განიხილებოდა. ნახევარმცველი 2027 წლამდე გამოეთიშება ტურნირებს. ამან შეიძლება მისი კარიერაც დაასრულოს.
ცნობილია, რომ პოგბა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, ფეხბურთელის თქმით, აკრძალული ნივთიერება მის ორგანიზმში შემთხვევით მოხვდა.