მთავარიკუბიGoogle-ის გენერალური დირექტორი: ჩვენი ხელოვნური ინტელექტის შეცდომები მიუღებელია

Google-ის გენერალური დირექტორი: ჩვენი ხელოვნური ინტელექტის შეცდომები მიუღებელია

კომპანია “გუგლის” ხელოვნური ინტელექტის მოდელის “ჯემინაის ” მიერ შექმნილმა გამოსახულებებმა და ტექსტებმა შეურაცხყოფა მიაყენა მომხმარებლებს და აჩვენა მიკერძოებულობა – ასეთი კომენტარი გააკეთა “გუგლის” აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ თანამშრომლებთან შიდა ელექტრონული მიმოწერის დროს, რაც მოიპოვა გამოცემა „სემაფორმა“.

გასულ კვირას კომპანია გუგლმა შეაჩერა ხელოვუნრ ინტელექტის მოდელის „ჯემინაის“ მუშაობა, რომელიც გამოსახულებების გენერირებას ახორციელებდა, რადგან ისტორიული უზუსტობებით ქმნიდა პორტრეტებს.

მაგალითად, ნაცისტური გერმანიის ეპოქის სამხედროები, აშშ-ის დამფუძნებელთა მამები და ვიკინგები, რომლებიც თეთრკანიანები იყვნენ, ხელოვნური ინტელექტი ხატავდა ფერადკანიანებად.

ამას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა პლატფორმა იქსზე.

მომხმარებლები წერდნენ, რომ გუგლის მოდელმა არამხოლოდ დაიწყო ყველა ისტორიული თუ არა ისტორიული ადამიანის გამოსახვა როგორც ფერადკანიანად, არამედ უკვე არც ერთ მოთხოვნაზე ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ არ აჩვენებდა თეთრკანიან ადამიანს.

მას შემდეგ გუგლმა ბოდიში მოიხადა ამ შეცდომის გამო და აღნიშნა, რომ შეაჩერებს “ჯემინაის” მუშაობას, სანამ პრობლემა არ გამოსწორდება.

სოციალურ ქსელებში „ჯემინაის“ მიერ დაშვებული შეცდომის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდა მემარცხენეებისა და მემარჯვენეების იდეოლოგია.

ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ფოტოების გენერაციას ცდილობს, ქცევას სწავლობს მასობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, რათა ყველაზე ზუსტად გამოსახოს ის, რასაც მომხმარებელი სთხოვს.

სწორედ ამის გამო ხელოვნური ინტელექტი მიდრეკილია იმისაკენ, რომ პასუხი იყოს სტერეოტიპული.

ამის გამო „გუგლის“ მიმართ არსებობდა პრეტენზიები ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციულ პასუხებს სცემდა ტექნოლოგია, თუმცა განახლების შემდეგ, ხელოვნურმა ტექნოლოგიამ წარმატებას მაინც ვერ მიაღწია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend