მთავარიაზიაისრაელიღაზაში გატაცებულთა ოჯახის წევრებმა ისრაელში ოთხდღიანი მსვლელობა დაიწყეს

ღაზაში გატაცებულთა ოჯახის წევრებმა ისრაელში ოთხდღიანი მსვლელობა დაიწყეს

ღაზაში გატაცებული მძევლების ოჯახების წევრებმა ოთხდღიანი მსვლელობა დაიწყეს. ისინი ახლობლებისა და ნათესავების გათავისუფლებას მოითხოვენ.

მსვლელობის მონაწილეები სამხრეთ ისრაელიდან იერუსალიმისკენ დაიძრნენ და კვირის ბოლოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიუჰუს რეზიდენციასთან დაასრულებენ. გატაცებულთა ახლობლებს იმედი აქვთ, რომ ტყვეობაში მყოფ ოჯახის წევრებს დაიბრუნებენ.

ერთ-ერთი გატაცებულის ახლობელი ინბალ ცახი აცხადებს, რომ ისინი დააბრუნებენ მძევლებს სახლებში, მისი თქმით ბოლოს, როდესაც მსვლელობა გამართეს, მძევლების ნაწილი დაიბრუნეს, დღეს კი დანარჩენებსაც დაიბრუნებენ.

მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს ასევე იმ ადამიანებმა, რომლებიც „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლდნენ ნოემბრის ბოლოს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

ზოგიერთ მათგანს „ჰამასის“ ტყვეობაში საკუთარი ოჯახის წევრების დატოვება მოუწია. მსვლელობა იმართება იმ დროს, როდესაც კატარში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ მძევლების გათავისუფლების თაობაზე.

როგორც კატარის ემირი აღნიშნავს, ეს არის რბოლა დროსთან, რომელიც ჯერ კიდევ შორს არის დასრულებასთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend