მთავარიმსოფლიოზელენსკის დიპლომატიური ტურნე

ზელენსკის დიპლომატიური ტურნე

ალბანეთის დედაქალაქში 11 ევროპული ქვეყნის ლიდერთა შეკრებაზე ერთ-ერთი მთავარი მონაწილე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ალბანეთის პრემიერი ედი რამა, ალბანეთი, 28 თებერვალი, 2024 წელი Copyright AP Photo/Armando Babani

ტირანაში ჩასვლამდე უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთში იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტი ითხოვს მეტ შეიარაღებას და აცხადებს, რომ დასავლური ქვეყნების მიერ უკრაინისათვის გადაცემული შეიარაღება უზრუნველყოფს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შენარჩუნებას.

“ჩვენ მივიღეთ რიგი გადაწყვეტილებები, ის გადაწყვეტილებები, რომელთა დამსახურებითაც უნდა გადავრჩეთ, გაფორმებული კონტრაქტები დროულად უნდა შესრულდეს. ეს ამ ეტაპზე ყველაზე დიდი მნიშვნელობის გახლავთ, გასარკვევია მოგვეწოდება თუ არა დახმარება, არავის ეპარება ეჭვი ჩვენს საბრძოლო მზადყოფნაში. უნდა მოვემზადოთ, უნდა ვიყოთ ძლიერნი. მშვიდობისთვის უნდა მოვემზადოთ, მაგრამ მანამდე ვლადიმერ პუტინის ყოველი ნაბიჯი უნდა გამოვიცნოთ და მისი გეგმები ჩავშალოთ. ეს კი ჩვენს მზადყოფნას მოითხოვს,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის პრეზიდენტმა.

აშშ-ის რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის ვაშინგტონში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე უკრაინას უკვე თითქმის ორი თვეა, რაც ამერიკული სამხედრო დახმარება არ მიეწოდება. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, დასავლური სამხედრო შეიარაღების ნახევარი უკრაინაში დაგვიანებით ჩადის, რუსული არმია კი წინ მიიწევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend