მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებებზე საუდის არაბეთში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებებზე საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ, 27 თებერვალს მოლაპარაკებებზე საუდის არაბეთში, სამეფოს მეფისნაცვალთან ჩავიდა.

განსახილველ თემებს შორის იყო სამშვიდობო გეგმა და ასევე რუსეთისგან სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხი. საუდის არაბეთის პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი ცდილობს მედიატორის პოზიციის შესრულებას, მიუხედავად იმისა, რომ ერ-რიადი, OPEC პლუსის ქვეყნების მეშვეობით რუსეთთან ენერგეტიკის საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს. ზელენსკი ვიზიტის დასრულების შემდეგ ალბანეთში გაემგზავრა.

უკრაინის ლიდერი ვიზიტი კი იმ დროს ხდება, როდესაც უკრაინულ ძალებს ნელ-ნელა უკან უწევთ დახევა აღმოსავლეთის ფრონტზე.  

ზაპოროჟიის რეგიონში, საბრძოლო მასალის დეფიციტის ფონზე უკრაინელი სამხედროები ცდილობენ შეაჩერონ შეტევაზე გადმოსული რუსული ძალები.

რუსები კი ყოველდღიურად მცირედით, თუმცა მაინც წინ მიიწევენ. სულ რამდენიმე დღეში ახალი თავდაცვითი ხაზი შეიქმნა. ფრონტიდან სამ კილომეტრში უკრაინელებმა რუსული ტანკების შესაჩერებლად ე.წ. „დრაკონის კბილები“ აღმართეს.

ამასთან უკრაინულ ძალებში აცხადებენ, რომ მათ აღმოსავლეთ ფრონტზე რუსული გამანადგურებელი, SU-34  ჩამოაგდეს.

როგორც ვარაუდობენ უკრაინას კიდევ რამდენიმე თვე საბრძოლო მასალის დეფიციტი ექნება, სანამ დასავლეთი გამოსავალს არ იპოვის და ომში ჩართულ ქვეყანას დამატებით მხარდაჭერას არ აღმოუჩენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend