მთავარიევროპამოლდოვამოლდოველი სეპარატისტები კრემლს დახმარებას სთხოვენ

მოლდოველი სეპარატისტები კრემლს დახმარებას სთხოვენ

მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის დნესტრისპირეთის ე.წ. დეპუტატები აპირებენ, რუსეთს დახმარების თხოვნის მიმართონ.

როგორც რუსული მედია წერს, დნესტრისპირეთის ე.წ. კონგრესმა ეს გადაწყვეტილება დღეს, 28 თებერვალს, მიიღო. კონგრესის დადგენილებაში წერია, რომ დნესტრისპირეთი კრემლს სთხოვს ზომების მიღებას ამ რეგიონის დასაცავად მოლდოვის მხრიდან მზარდი ზეწოლის ფონზე… დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ დნესტრისპირეთში რუსეთის 220 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს. ე.წ. კონგრესის დადგენილებაში ასევე ნახსენებია გაერო, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, ევროპარლამენტი და ეუთო როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან არიდება.

როგორც რუსული მედია იუწყება, ამ წერილის ინიციატორი დნესტრისპირეთის ე.წ. პრეზიდენტი ვადიმ კრასნოსელსკია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend