მთავარიევროპასაფრანგეთიმაიოტადან საფრანგეთში 308 აფრიკელი მიგრანტი ჩაიყვანეს

მაიოტადან საფრანგეთში 308 აფრიკელი მიგრანტი ჩაიყვანეს

საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიიდან, კერძოდ მაიოტადან, 308 აფრიკელი მიგრანტი ჩაიყვანეს საფრანგეთის ერთ-ერთ სოფელში. ისინი ახლა ტივერვალგრინიონში, მეჩვიდმეტე საუკუნის სასახლეში ცხოვრობენ. ამ ფაქტმა ადგილობრივებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ზოგი ფიქრობს, რომ უნდა დაეხმარონ ამ ადამიანებს. ზოგისთვის კი, პირიქით, შემაშფოთებელი ფაქტია, რადგან მიიჩნევენ, რომ სოფელში ისედაც არ არის საკმარისი ინფრასტრუქტურა.

ადგილობრივების წინააღმდეგობის მიუხედავად, 308 მიგრანტი აღმოსავლეთ აფრიკიდან საფრანგეთის ერთ-ერთ სასახლეში გადაიყვანეს. ისინი ყველანი მამუცუდან, არსებული არალეგალთა ბანაკიდან არიან. მათ შორის ბევრი ქალი და ბავშვია, რომელთა უმეტესობა ახლა უკვე საფრანგეთში, მეჩვიდმეტე საუკუნის სასახლეში ცხოვრობენ.

ადგილობრივმა მერმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე მასთან არანაირი მოლაპარაკება არ გამართულა.

ტივერვალგრინიონის მერი ნადინ გოარდი ამბობს, რომ მაიოტაში არსებულ კრიზისი მისთვის არ არის რამე ახალი, თუმცა ცოტა გაკვირვებულია, ასეთი გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფით.

ადგილობრივებს დახმარება სურთ, თუმცა ზოგი შეშფოთებას გამოხატავს.

ზოგი ამბობს, რომ მათთვის მისაღებია სასახლის გამოყენება გაჭირვებული ადამიანებისთვის.

ზოგის განცხადებით, კი თუკი ეს დროებითი თავშესაფარი იქნება ამ ადამიანისთვის მაშინ პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა მათი თქმით შემდეგ უნდა წავიდნენ, რადგან მათ ისედაც არ აქვთ სოფელში საკმარისი ინფრასტრუქტურა.

მიგრანტებთან დაკავშირებული სადავო გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა მიიღო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend