მთავარიევროპაუკრაინაკიევისა და ბრიუსელის სტრატეგიული ერთობა

კიევისა და ბრიუსელის სტრატეგიული ერთობა

ვაშინგტონში არსებული პოლიტიკური კრიზისი პირდაპირ გავლენას ახდენს აღმოსავლეთ ევროპაში ბრძოლის ველზე არსებულ დინამიკასა და ძალთა ბალანსზე.

არავისთვისაა საიდუმლო, რომ დასავლური ქვეყნების მიერ გაწეული სამხედრო დახმარება უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცესთან ერთად რუსული არმიის შეჩერებაში უდიდეს როლს თამაშობს.

თითქმის ორი თვეა, რაც წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტია ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების გაწევას, ფრონტის ხაზზე კი ვითარება მძიმდება. ოკუპანტები უტევენ დონბასსა და ზაპოროჟიეში.

2024 წლის 6-იდან 9 ივნისის ჩათვლით ევროკავშირის სახელმწიფოებში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართება. ეს საარჩევნო პროცესი ემთხვევა ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს და ამ კონფლიქტით გამოწვეულ მთელ რიგ გამოწვევებს როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით.

უკრაინის ხელისუფლება სანგრებში არსებული მძიმე ვითარების გამოსწორებას დიპლომატიურ ფრონტის ხაზზე შეტევით ცდილობს, ამ ძალისხმევის დასტურია პარიზთან, ლონდონსა და ბერლინთან კიევის მიერ გაფორმებული გრძელვადიანი სტრატეგიული ხელშეკრულებები. ამ საკითხზე სასაუბროდ ევრონიუს ჯორჯიამ “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დამფუძნებელი და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი კორნელი კაკაჩია მოიწვია და მასთან განვიხილეთ 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის მემკვიდრეობა, უკრაინისადმი გაწეული ევროპული დახმარება და ევროპის როგორც განცალკევებული სიმძიმის ცენტრის არსებობის შესაძლებლობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend