ღაზაში, რაფაჰსა და ხან-უინისის თავზე თვითმფრინავებიდან, პარაშუტების გამოყენებით ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოყარეს.
ციდან ჩამოყრილი დახმარების მისაღებად ასეულობით პალესტინელი შეიკრიბა. ტონობით ტვირთი, რომელიც კონფლიქტის ზონაში რაფაჰის გადასასვლელიდან შედიოდა, თვითმფრინავებიდან ეგვიპტემ, იორდანიამ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და საფრანგეთმა ჩამოყარეს.
WFP was forced to pause food distributions in the north of #Gaza just as reports warn of a worsening crisis.
To avert famine, WFP urgently needs safe unhindered passage to areas of greatest need.
🔗https://t.co/ttZUKp9TQm pic.twitter.com/qMF5SyQSJi
— World Food Programme (@WFP) February 26, 2024
ხოლო, სადაც საკვები ჯერ კიდევ შემორჩენილია, ერთ ადამიანს მხოლოდ ორი კოვზი ხვდება. ეს არის ის რაოდენობა, რომლითაც სოციალური დახმარების ორგანიზაციები ცდილობენ დაეხმარონ იძულებით გადაადგილებულ პალესტინელებს.
ერთი თვის წინ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მოითხოვა, რომ ისრაელმა გადადგას ყველა აუცილებელი ნაბიჯი ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების გასაუმჯობესებლად. თუმცა რამდენიმე სააგენტოს მათ შორის იუნისეფის, წითელი ჯვრის და ოქსფამის ინფორმაციით, ვითარება მას შემდეგ კიდევ უფრო გაუარესებულია.
გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო სესიაზე ყურადღება გამახვილდა ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე.
დისკუსიების დროს ადამიანის უფლებათა დამცველმა ორმა ჯგუფმა განაცხადა რომ მიუხედავად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განჩინებისა, ისრაელი დახმარების მიწოდებას კვლავ აფერხებს.
“In just over four months in #Gaza there have been more children, more journalists, more medical personnel, and more UN staff killed than anywhere in the world during a conflict," writes @UNLazzarini in his letter to the UN General Assembly.https://t.co/3S9RU8qs1x pic.twitter.com/rHO4VVp2tI
— United Nations Geneva (@UNGeneva) February 27, 2024
იმ დროს კი, როდესაც გრძელდება მუშაობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად, ისრაელის მხარე აცხადებს, რომ მათი სამხედროები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩრდილოეთ ღაზაში ზეიტუნის არეალში მოქმედებენ.
ისინი აცხადებენ, რომ მათ შეტაკებები ჰქონდათ ტერორისტებთან და აღმოაჩინეს იარაღის კიდევ ერთი საწყობი. ამავდროულად როგორც ისრაელმა ისე „ჰამასმა“ პრაქტიკულად ცივი წყალი გადაასხა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის იმედებს ორშაბათს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის თაობაზე.