მთავარიევროპაუკრაინა„5 ჩინური ჩაის პაკეტი და 38 ფორთოხალი“

„5 ჩინური ჩაის პაკეტი და 38 ფორთოხალი“

ჩინური ჩაი, ფორთოხალი, სტაფილო და კიდევ ბევრი სხვა ის სიტყვა, რომლებსაც რუსი ჯარისკაცები უკრაინაში ომში აქტიურად იყენებენ, თუმცა ამ შემთხვევაში არც ჩაი სურთ, არც ფორთოხალი და არც სტაფილო – ეს სიტყვები დაშიფრული შეტყობინებების გასაგზავნად გამოიყენება. და მხოლოდ ისინი იგებენ შინაარს, ვინც იცის, როგორ გაშიფროს. ეს რეპორტაჟი მეორე მსოფლიო ომის შესახებ გადაღებულ ისტორიულ ფილმს გაგახსენებთ სახელწოდებით “იმიტაციის თამაში”, სადაც მათემატიკოსი ალან ტიურინგი გერმანელების სამხედრო შიფრის “ენიგმა” გატეხვას ცდილობს. ახლა ალანის ადგილას უკრაინელები არიან, სწორედ ისინი ცდილობენ, გატეხონ რუსების დაშიფრული შეტყობინებები.

„5 ჩინური ჩაის პაკეტი და 38 ფორთოხალი“ – ამ წინადადებიდან აზრის გამოტანა რთულია. ერთი შეხედვით სასურსათო მაღაზიაში არსებულ დიალოგს ჰგავს, თუმცა ეს უკრაინაში რუსი ჯარისკაცების საუბრიდან ისმის.

უკრაინელები კი ამ და სხვა დაშიფრული შეტყობინებების ამოხსნას ცდილობენ. რადიოს ანტენას ისე ამაგრებენ, რომ სიხშირემ დაიჭიროს. ამასთან აუცილებლად შენიღბული უნდა იყოს.

„აქ დავაყენეთ ჩვენი აღჭურვილობა, რათა მოვუსმინოთ მტრის რადიოსიგნალებს და ვიცოდეთ მათი გეგმების შესახებ“, – ამბობს “ჩერქეზის კურდღლების” წევრი.

მიხასი – ასე ეძახიან უკრაინელ ჯარისკაცს, რომელიც კოდების სწრაფად გაშიფვრით გამოირჩევა. „5 ჩინური ჩაის პაკეტი და 38 ფორთოხალი“ კი თურმე რეალურად ითარგმნება როგორც მოწოდება, მოამზადონ პეკინის წარმოების 5 საარტილერიო ჭურვი და გაისროლონ უკრაინაში სერებრიანსკის ტყეში.

“მოწყობილობა მუშაობს, მაგრამ არა ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვინდა. ეს არ არის მონაცემთა გადაცემის ის სიჩქარე, რომელიც ჩვენ გვჭირდება”, – ამბობს “ჩერქეზის კურდღლების” წევრი.

ამ ადგილიდან 12 კილომეტრის დაშორებით მიტოვებული სახლის სარდაფში მიხასი ტყის ამ ნაწილში ჩაშენებული ქვედანაყოფის მეთაურს აფრთხილებს და აძლევს დროს იმისათვის, რომ სერებიანსკის ტყეში ჯარისკაცები სანგრებში ჩაიყვანონ და გადაარჩინონ.

სადაზვერვო განყოფილების ამ ნაწილში 50 ადამიანია, მათ „ჩერქეზის კურდღლებს“ უწოდებენ. სახელი ჩინელი სამხედრო სუნ ცუს მიერაა შთაგონებული, რომელმაც მეურმეებს ურჩია, თავი სუსტად მოეჩვენებინათ მაშინ, როდესაც ძლიერები იყვნენ.

ამ განყოფილების მეთაური ფხიზლად არის და უყურებს ეკრანს, რომელიც სიგნალებს აჩვენებს. ეს სიგნალები ფრონტის ხაზთან დადგმული პატარა ანტენებიდან მოდის… და მაშინ, როცა რუსული თავდასხმის დრონი უკრაინელების სამოქმედო არეალს უახლოვდება, ეს ეკრანი ანათებს.

მეთაური ატრიალებს გადამრთველს, რათა გაააქტიუროს ჩამკეტი, რომელიც ხელს უშლის დრონის რადარს.

ასე მუშაობენ მთელი დღეების განმავლობაში რადიოოპერატორები.

„ინფორმაცია გვაქვს ახალი რუსული მანქანების, ახალი საბრძოლო მასალის, ახალი საწვავის სადგურების, პატიმრების ფრონტზე მისვლის შესახებ. გაშიფრული შეტყობინებების დახმარებით ვიცით, რომ თუ პატიმრები მოვიდნენ, თავდასხმაც მალე მოხდება”.

“ეს ინფორმაცია ომში გამარჯვების ერთადერთი გზაა… როგორი რაკეტებიც არ უნდა მოგვცენ საფრანგეთმა, გერმანიამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა – ისინი არ იქნება სასარგებლო, თუ არ გვეცოდინება ზუსტად სად უნდა ვისროლოთ“, – ამბობს “ჩერქეზის კურდღლების” წევრი.

უკრაინაში საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო ჯარში ჭურვების ზომიერად გამოყენებას ცდილობენ. სწორედ ამ კონტექსტში გახდა უფრო აქტუალური უკეთესი სათვალთვალო მოწყობილობები, უკეთესი თვალთვალი, მოსმენა და გაშიფვრა.

“რუსეთს მეტი ჯარი ჰყავს. მათ ჰყავთ მეტი ხალხი. ჩვენ არ გვყავს ამდენი და ზუსტად უნდა გავიგოთ, სად აპირებენ რუსები შეტევას, რადგან ჩვენი რეზერვები იქ მივმართოთ და დავამარცხოთ ოკუპანტები”.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ორი წელი გავიდა, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ თავდაცვითი და საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის კრიტიკულად ნაკლებობის პირობებში უკრაინული ძალები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ძველ ტაქტიკას – დაზვერვას.

ნელი, შრომატევადი სამუშაოა და დიდ ძალისხმევად მოითხოვს ომში ელექტრონული შესაძლებლობების გაძლიერება და დახვეწა, თუმცა ამასთან უმნიშვნელოვანესი, რათა ჯარისკაცები გააფრთხილონ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. დაზვერვა ინფორმაციას იმისთვისაც იყენებს, რომ დარტყმები უფრო ზუსტი გახადონ.

” ომის ელექტრონული აღჭურვილობა ძალიან მნიშვნელოვანია სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არ არის შეტევითი აგენტი ან დამარცხების საშუალება. ეს არის ფარი, რომელიც იცავს”, – ამბობს “ჩერქეზის კურდღლების” წევრი.

„ჩერქეზის კურდღლების“ სადაზვერვო განყოფილების წევრები კი ახლა ცდილობენ გაშიფრონ, რას ნიშნავს ფორთოხალი, სტაფილო, კიტრი. წინა შიფრის გატეხვას თვეები დასჭირდა, იმედი აქვთ, რომ ამ შეტყობინებებს უფრო მალე გაშიფრავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend