ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ მათ აღმოაჩინეს გვირაბების მორიგი ქსელი, რომელიც ღაზის სექტორის ჩრდილოეთსა და სამხრეთ ნაწილებს აკავშირებს.
ისრაელის შეტევის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამ გვირაბების სისტემის განადგურებაა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასი“ ამ მიწისქვეშა ნაგებობებს მებრძოლების, საბრძოლო მასალისა და იარაღის გადასაადგილებლად იყენებს.
Inside the tunnels, IDF troops located storage facilities for weapons and combat equipment, as well as the bodies of terrorists. pic.twitter.com/AsLXNDGyYe
— Israel Defense Forces (@IDF) February 26, 2024
იმ დროს, როდესაც ისრაელი არ ცვლის გადაწყვეტილებას ქალაქ რაფაჰში, „ჰამასის“ მებრძოლების გასანადგურებლად შეტევის წამოწყების თაობაზე, პალესტინის წითელმა ჯვარმა, გადატვირთული ალ-ამალის საავადმყოფოდან, რომელიც ხან-უინისთან ახლოს მდებარეობს, 24 პაციენტის გაყვანა შეძლო.
ისრაელის არმიამ კი ომის კაბინეტს სამხედრო მოქმედებების ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა წარუდგინა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ისრაელს სამხედრო ოპერაციის სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
პოლიტიკურ ფრონტზე კი, გადადგა პალესტინის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ შტაიე და მისი მთავრობა, რომლებიც ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს განაგებდნენ.
პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება გადადგომასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.
შტაიეს მიერ პოსტის დატოვება ნიშანია იმისა, რომ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი პალესტინის ხელმძღვანელობა მზად არის მიიღოს და გაატაროს რეფორმები და ომის დასრულების შემდეგ „ჰამასისგან“ გადაიბაროს ღაზის მმართველობა.