მთავარისპორტიინტერის აკადემიის ფეხბურთელებს აჩი არველაძე, თემურ ქეცბაია და ზურაბ ხიზანიშვილი შეხვდნენ

ინტერის აკადემიის ფეხბურთელებს აჩი არველაძე, თემურ ქეცბაია და ზურაბ ხიზანიშვილი შეხვდნენ

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში “ინტერის საფეხბურთო აკადემიის” პატარა ფეხბურთელებს აჩი არველაძე, ზურა ხიზანიშვილი და თემურ ქეცბაია შეხვდნენ. ვეტერანმა ფეხბურთელებმა პატარებს საფეხბურთო რჩევები მისცეს, ავტოგრაფები დაარიგეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ამ შეხვედრას ასევე ესწრებოდა იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დანტუონო.

ფეხბურთელებმა ისაუბრეს 7 მარტს გასამართი ამხანაგური მატჩის შესახებ, რომელშიც ქართველი ლეგენდები “ინტერის” ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. ამ მატჩში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ შოთა და აჩი არველაძეები, თემურ ქეცბაია, კახი კალაძე და სხვები, ხოლო “ინტერის” მხრიდან კი დიეგო მილიტო, ხავიერ ძანეტი, უესლი სნეიდერი და სხვა ლეგენდარული ფეხბურთელები. შეხვედრის ბოლოს “ინტერის აკადემიის” ფეხბურთელებს აჩი არველაძემ პატარა საფეხბურთო მასტერკლასი ჩაუტარა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend