ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური პირები ეწვივნენ სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისში მდებარე ალ-ამალის საავადმყოფოს, რათა ადგილზე ჩაეტანათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, საკვები და საწვავი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შაბათს გადაღებულმა კადრებმა აჩვენა, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციამ გაანადგურა საავადმყოფოები და დააზიანა სასწრაფო დახმარების მანქანები.
Meet Dr Sara Al-Saqqa, #Gaza's first female surgeon.
Dr Al-Saqqa works with @UNOCHA and has been with @WHOoPt teams on numerous missions to provide lifesaving health care despite all the risks.
I so admire you and all our colleagues, Sara.pic.twitter.com/qlHaavO9JX
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) February 23, 2024
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ალ-ამალის საავადმყოფოში ომამდე 100 საწოლი იყო განთავსებული. მაგრამ მესამე სართულის დაზიანების შემდეგ ტევადობა 60 საწოლამდე შემცირდა.
ბრძოლამ მიწასთან გაასწორა ღაზას ურბანული ლანდშაფტის დიდი ნაწილი და 2.3 მილიონი ადამიანი, უსაფრთხო თავშესაფრის ძიების მიზნით, იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია.
ღაზაში საომარი მოქმედებების გამო საკუთარი საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოსახლეობის 80% მოუწია.
ომით გამოწვეული კრიზისის გამო კი მოსახლეობის მეოთხედი შიმშილის ზღვარზეა, განსაკუთრებით ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც მშიერი მოსახლეობა იძულებულია ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვები მოიხმაროს.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში თითქმის 30 000 ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი მესამედი ქალები და ბავშვები არიან.