საფრანგეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს უკრაინაში სამხედროების გაგზავნას. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკრაინის დახმარების ერთ-ერთი შესაძლებლობაა და გადაწყვეტილი არაფერია. ემანუელ მაკრონის გაცხადებით, არცერთი სცენარი არ უნდა გამოირიცხოს. იგივე ინფორმაცია გაავრცელა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმაც. კრემლში კი აცხადებენ, რომ დემოკრატიული დასავლეთის მიერ უკრაინაში ჯარების გაგზავნა მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებას გარდაუვალს გახდის.

მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირების შედეგად უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების მიწოდება შეწყდა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ცდილობენ, რომ უკრაინის მხარდაჭერის მიზნით ახალი გზები იპოვონ.
ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ვარშავა და სხვა ევროპული დედაქალაქები კიევს უკვე ორი წელია, რაც მასშტაბურ სამხედრო და ფინანსურ, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ, საუბარი ეხება მილიარდობით ევროს, მაგრამ ვაშინგტონის პასიურობა ამ ეტაპზე უკრაინას საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს.
Russian forces recently made confirmed gains near Kreminna, Bakhmut, and Avdiivka amid continued positional engagements along the entire frontline on February 26. (1/2) https://t.co/OpLbPOueCH pic.twitter.com/7SiK3WJQbF
— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) February 27, 2024
დასავლეთის მიერ უკრაინისთვის შემცირებული სამხედრო დახმარების გაწევის ფონზე რუსული ჯარები დონბასში წინ მიიწევენ, ხოლო ამ წარმატებით გათამამებული კრემლი შეტევით სამხედრო ოპერაციებს სამხრეთ უკრაინაში აწარმოებს.
სწორედ ამ ფონზე პარიზში გამართულ შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ უნდა გამორიცხოს. ამ შეხვედრას 25 სახელმწიფოს მეთაური ესწრებოდა და ლიდერებმა განიხილეს უკრაინისთვის სარაკეტო შეიარაღების გადაცემაც. დასავლეთის მიერ უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ევრონიუს ჯორჯია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გიორგი გობრონიძეს ესაუბრა.
უკრაინაში რუსული ინტერვენცია უკვე 700 დღეზე მეტია მიმდინარეობს და ამ ომს დასასრული ჯერ კიდევ არ უჩანს.