მთავარიმსოფლიოევროპაემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, მომავალში უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნას

ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, მომავალში უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნას

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს,  მომავალში უკრაინაში დასავლეთის ძალების განლაგებას – ეს საკითხი პარიზში, 20-ზე მეტი ევროპელი ლიდერის შეხვედრის დროს განიხილებოდა.

მიზანი ისაა, რომ სრულმასშტაბიანი ინტერვენციის მესამე წელს, რუსეთს გაუგზავნოს სიგნალი, რომ კიევისადმი მხარდაჭერა ურყევია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენესკიმ ვიდეო მიმართვა ჩაწერა პარიზში მყოფი ლიდერებისთვის და მოუწოდა მათ, უზრუნველყონ, რომ პუტინმა ვერ მიაღწიოს საკუთარ მიზნებს, რათა მისი აგრესია სხვა ქვეყნებშიც არ გავრცელდეს.

რამდენიმე ლიდერმა, უკრაინისთვის ევროკავშირის გარეთ საბრძოლო მასალის შესყიდვას დაუჭირა მხარი, მათ შორის ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ამბობს, რომ ეს ჩეხეთის ინიციატივაა, რომ გააძლიერონ მუშაობა კონკრეტულად ამ მიმართულებით, თუმცა იგი დასძენს, რომ ასევე უნდა იმუშაონ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე.

მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება არა მარტო დამატებითი რაკეტები, არამედ დამატებითი სისტემები, იქნება ეს S-200, S-300, პატრიოტი თუ სხვა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ პარიზში გამართულ შეხვედრაზე ყველაფერი ძალიან ღიად და პირდაპირ განიხილებოდა.

მისი განცხადებით, დღეს არ არსებობს ოფიციალური და დამტკიცებული კონსენსუსი ჯარების ადგილზე გაგზავნაზე, მაგრამ დინამიკის თვალსაზრისით არაფერია გამორიცხული. საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა უზრუნველყონ, რომ რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს ამ ომში.

პარიზის კონფერენცია მოსდევს საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მიერ გაფორმებულ 10-წლიან ორმხრივ შეთანხმებას უკრაინასთან, რათა რუსეთისთვის მკაფიო იყოს, რომ დასავლეთი უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას გააგრძელებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend