მთავარიევროპაუკრაინაზელენსკის თქმით, უკრაინას გამარჯვების გარდა სხვა გზა არ აქვს

ზელენსკის თქმით, უკრაინას გამარჯვების გარდა სხვა გზა არ აქვს

რუსეთთან ომის მესამე წელი გადამწყვეტი იქნება –  ეს იყო გზავნილი, რომელიც კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ, ომის ორი წლის თავზე გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კითხვაზე წააგებს თუ არა უკრაინა ამ ომს, დარწმუნებულია, რომ არა. მისი თქმით, ყველაზე მძიმე დრო ორი წლის წინ, 24 თებერვალს, დადგა და მათ არ აქვთ სხვა ალტერნატივა გარდა გამარჯვებისა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასძინა, რომ არ არსებობს წაგების შესაძლებლობა, რადგან თუ უკრაინა წააგებს, უბრალოდ შეწყდება მათი არსებობა.

უკრაინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით მძიმე დაბომბვის შემდეგ ერთი ადამიანი დაშავდა და ათეულობით შენობა დაზიანდა ქალაქ კოსტიანტინივკაში.

სარაკეტო დარტყმები განხორციელდა უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლები აცხადებენ, რომ დარტყმების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

რუსების მიერ კონტროლირებად დონეცკის რეგიონში კი, კრემლის დანიშნულმა ადმინისტრაციულმა მმართველმა გაავრცელა კადრები ავდიივკიდან. ეს არის ქალაქი აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც რუსულმა ძალებმა ერთი კვირის წინ აიღეს. ბრძოლის ველზე ბახმუტის შემდეგ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება რუსეთისთვის. და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი იერიშებს აძლიერებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend